სერვისები

თერაპია და ესთეტიკური სტომატოლოგია

ნიუ დენტის სტომატოლოგიური კლინიკები გთავაზობთ პროფილაქტიკურ და აღდგენით სტომატოლოგიურ მომსახურებას. ჩვენ ასევე გთავაზობთ სერვისებს რომელიც მიზნათ ისახავს კბილების, ღრძილების, ან თანკბილვის ვიზუალის, მათ შორის ფორმის, ზომის, ფერის და ღიმილის ესთეტიკის აღდგენას ან გაუმჯობესებას.

იხილეთ მეტი

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ბავშვებისთვის პირველი სტომატოლოგიური ვიზიტი სასურველია 6 თვიდან 1 წლის ასაკში, ფსიქოლოგიური შემზადების და ჯამრთელი პირის ღრის ჰიგიენის ჩამოყალიბების მიზნით. ნიუ დენტში პედიატრიული სტომატოლოგიის სერვისები უკვე წლებია არსებობს და მიმდინარეობს სპეციალური მასალების და მეთოდებოს გამოყენებით.

იხილეთ მეტი

ორთოდონტია

ორთოდონტია მიზნად ისახავს კბილების არასწორი დგომის და თანკბილვის გასწორებას იმისათვის რომ აღიდგინოთ ჯამრთელი და ლამაზი ღიმილი. ნიუ დენტში გთავაზობთ ორთოდონტიული მკურალობის სხვადასხვა გზებს როგორც მოზარდებისათვის ასევე ზდასრული პაციენტებისათვის.

იხილეთ მეტი
Oral Surgery

ქირურგია

ყბა-სახის ქირურგია მოიცავს სახესა და პირის ღრუში ჩასატარებელ ყველა ტიპის ოპერაციას, მათ შორის კბილის ექსტრაქციას და ყბის მაკორექტირებელ ოპერაციას. ქირურგიული ოპერაციების გარდა ქირურგიული დენტალური მომსახურება მოიცავს პირის ღრუს, ყბის, ღრძილების და და პირის ღრუს ქსოვილების ფუნქციური და ესთეტიკური დაავადებების, დაზიანებების და დეფექტების დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ნიუ დენტის კლინიკები გთავაზობთ ქირურგიული მკურნალობის სრულ სპექტს, თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენებით.

იხილეთ მეტი
Dental Implantology

იმპლანტოლოგია

დენტალური იმპლანტაცია კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენის სრულყოფილი მეთოდია. ნიუ დენტი გთავაზობთ ხელმისაწვდომ და თანამედროვე სტომატოლოგიურ იმპლანტებს და პროთეზებს ჯამრთელი და ბუნებრივი ღიმილის აღსადგენად.

იხილეთ მეტი
Periodontology

პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია წარმოადგენს პირის ღრუს მაგარი და რბილი ქსოვილების სპეციალიზირებული სისტემის შესწავლას, რომელიც განაპირობებს ღრძილების ჯამრთელობას და კბილების სიმყარეს. პაროდონტოლოგიური დაავადებები მოიცავს ღრძილის ანთებით დაავადებებს და ხშირად გამოწვეულია ბაქტერიური ინფექციით. ნიუ დენტში პაროდონტოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდების და მასალის გამოყენებით.

იხილეთ მეტი