ბავშვთა სტომატოლოგია
კონსულტაციის დროს ჩვენი სტომატოლოგი ექიმები გაეცნობიან ბავშვს, შეამოწმებენ სამედიცინო ისტორიას და გამოიკვლევენ ბავშვის პირის ღრუს. პირის ღრუს გამოკვლევის დროს ჩვენი სტომატოლოგი ექიმები იყენებენ განსაკუთრებულ მიდგომებს რომ ბავშვმა თავი იგრძნოს კომფორტულად და არ შეექმნას სტომატოლოგის შიში. კონსულტაციის დროს ჩვენი სპეციალისტები დაეხმარებიან მშობლებს ბავშვის მამოვალი სტომატოლოგიური დაავადებების რისკების შეფასებაში, და სწორი მკურნალობის დანიშვნაში. (კონსულტაცია უფასოა ყველა ფილიალში)
კბილების ზედაპირის დამუშავება ფტორითა და კალციუმით
გაჯერებული სპეციულარი ხსნარით, ხელს უწყობს კარიესის თავიდან
აცილებას, ამცირებს კბილების მგრძნობელობას და ამაგრებს
მინანქარს. მკურნალობა როგორც უსაფრთხო, ასევე ეფექტური
საშუალებაა ბავშვის პირის ღრუს დაავადებების პრევენციის
მიზნით.
საღეჭი კბილების ზედაპირზე განთავსებული ეგრედწოდებული ღარები
- ფისურები, სადაც ხშირია კარიესული დეფექტების განვითარება.
კბილების დაცვის მიზნით ფისურების დაფარვა ხდება სპეციალური
თხელი დამცავი მასალით
PreventSeal Itena
რომელიც ავსებს კბილების ზედაპირზე არსებულ ღარებს და ხელს
უწყობს კარიესული დაავადებების პრევენცია. ეს მეთოდი
წარმოადგენს სწრაფ და უმტკივნეულო საშუალებას რომ დავიცვათ
ბავშვის კბილები სამომავლოდ.
კარიესით დაზიანებული კბილების მკურნალობა აუცილებელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ყბის მიდამოში, ძლიერი ტკივილი, და ტემპერატურის მომატება. კარიესის გამო, შესაძლოა დროზეადრე მოხდეს კბილის ამოღება რაც შემდგომში იწვევს კბილთა არასწორ დგომას. ჩვენს კლინიკაში ტარდება ბავშთა სარძევე და მუდმივი კბილების კარიესის მკურნალობა. ჩვენი სტომატოლოგი ექიმები იყენებენ განსაკუთრებულ მიდგომებს რომ ბავშვმა თავი იგრნოს კომფორტულად და მკურნალობის ჩატარება მოხდეს უმტკივნეულოდ.
არხების მკურნალობა ანუ ენდოდონტიური მკურნალობა გამოიყენება ძლიერ დაზიანებული ან ინფიცირებული კბილების გადარჩენის ან რბილი და ძვლოვანი ქსოვილების სერიოზული დაავადებებით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ კბილის გადარჩენა შეუძლებელია ან მისი შენარჩუნება არა მიზანშეწონილია ძლიერ დაზიანებული, ინფიცირებული, ან რეტენირებული კბილების შედეგად, კბილების ექსტრაქცია შეიძლება გახდეს აუცილებელი. მარტივი კბილის ექსტრაქცია ანუ კბილის ამოღება კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, სრულიად უმტკივნეულოდ.
იმისათვის რომ ბავშვა უსაფრთხოდ და კომფორტულად იგძნოს თავი რთული ექსტრაქციის შემთხვევაში, შესაძლებელია კბილის ექსტრაქცია ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით. ნიუ დენტის კლინიკებში პედიატრიულ ანესთეზიას ატარებს ანესთეზიოლოგი სპეციალისტი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, უსაფრთხო და მყუდრო გარემოში.
რენტგენი და კომპიუტერული გამოკვლევა საშუალებას გვაძლებს გამოვიკვლიოთ პირის ღრუ დიაგნოსტიკის მიზნით. ნიუ დენტის კლინიკებში გამოიყენება მხოლოდ უახლესი თაობის აპარატი რომელიც გამოირჩევა დაბალი დასხივებით და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ჩვენი ახალტექნოლოგიური რენტგენული აპარატის გამოყენებით შესაძლებელია გამოვიკვლიოთ ბავშვის პირის ღრუ ყველა ასაკში, მინიმალური დასხივებით.