-
ძალიან კმაყოფილი დავრჩი ნიუ დენტის მომსახურებით. დანამდვილებით გირჩევთ ამ კლინიკას თავისი სანდო, მაღალ კვალიფიციური და ყურადღებიანი სპეციალისტებით, სუფთა და ნათელი ოფისებით და კომფორტული გარემოთი.- ნინო ჭელიძე თბილისი
-
ძალიან კმაყოფილი ვარ პეტრიაშვილის ფილიალის მომსახურებით. ნიუ დენტის პროფესიონალთა გუნდი, ახალი დანადგარები და ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისები ნადმვილად გამოირჩევა სხვა კლინიკებისგან. დიდი მადლობა ნიუ დენტს!- ელენე ასათიანი, ბათუმი
დაგვიკავშირდით
ნომერი: + 995 32 222 21 22
სტომატოლოგიური სერვისები
სასწავლო ცენტრი
+995 577 20 20 40
სარეზიდენტო და გადამზადების პროგრამები
"ნიუ-დენტი" -
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული სტომატოლოგიურ
კლინიკათა ქსელი და სასწავლო ცენტრი - აგრძელებს რეგისტრაციას
2024-2025
სასწავლო პროგრამებისთვის.უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და
შესანიშნავი ინფრასტრუქტურის მქონე სარეზიდენტო ბაზა, აძლევს
საშუალებას მომავალ სტომოტოლოგ სპეციალისტებს გაიღრმაონ ცოდნა
სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების განხრით. სასწავლო
პროგრამები ტარდება შემდეგ დარგებში:
თერაპიული სტომატოლოგია
ორთოპედიული სტომატოლოგია
ორთოდონტიული სტომატოლოგია
ქირურგიული სტომატოლოგია
პოპულარული კითხვები
რა დამჭირდება პირველ კონსულტაციაზე?
პირველ კონსულტაციაზე პაციენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის
მოწმობა და სადაზღვეო ბარათი. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი
დაგეხმარებათ სამედიცინო ისტორიის შედგენაში და მკურნალობის
პროცესის დაწყებაში.
რამდენად უსაფრთხოა სამედიცინო რენტგენი?
სტომატოლოგიურ სფეროში ტექნოლოგიური განვითარების წყალობით დღეს
შესაძლებელია რენტგენის გადაღება დაბალი რადიაციული დასხივებით.
ნიუ დენტის სტომატოლოგიური რენტგენი აკმაყოფილებენ საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ჩვენი უახლესი თაობის რენტგენი ამცირებს რადიაციულ ექსპოზიციას
ტრადიციულ სტომტოლოგიურ რენტგენებთან შედარებით და საშუალებას
გვაძლევს სრულყოფილად გამოვიკვლიოთ პირის ღრუ.
როგორ ხდება სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია?
პაციენტის და სამედიცინო მედპერსონალის ჯამრთელობის და
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ნიუ დენტის კლინიკებში
დაცულია მკაცრი სტერილიზაციის სტანდარტი. სტერილიზაციის
პროცედურა ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდადარტებით დადგენილ
ყველა რეკომენდაციას. ინსტრუმენტების დეზინფექციას და
სტერილიზაციას წინ უძღვის წინასასტერილიზაციო დამუშავება, რაც
გულისხმობს ინსტრუმენტების გაწმენდას, გასუფთავებას, და
სამკურნალო პრეპარატების ნარჩენების მოცილებას. ამის შემდეგ
სტომატოლოგიური ინსტრუმენტი გადის მაღალი დონის ქიმიურ
დეზინფექციას, იფუთება სპეციუალი მოწყობილობით და თავსდება
სასტერილიზაციო აპარატში. ინსტრუმენის შესაფუთ პაკეტზე ხდება
სტერილიზაციის თარიღის და საათის მარკირება. სტერილური პაკეტი
იხსნება უშუალოდ მკურნალობამდე, თითოეული პაციენტის თვალწინ.
ყველა კლინიკაში ფუნქციონირებს ინფექციების კონტროლის და
ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც რეგულარულად ამოწმებს
სტერილიზაციის ეფექტურობას და ნერგავს ინოვაციურ სასთერილიზაციო
მეთოდიკებს.
რომელი სადაზღვეოების პროვაიდერია ნიუ დენტი?
ჩვენ ქართულ ბაზარზე არსებული თითქმის ყველა სადაზღვეო კომპანიის
პროვაიდერები ვართ. მომსახურება და ანაზღაურების მოცულობა
დამოკიდებულია პაციენტის სადაზღვეო პაკეტზე. გთხოვთ იხილოთ
ქვემოთ ჩვენი პროვაიდერი სადაზღვეო კომპანიები.
რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი კბილის ექიმთან?
ჩვილი ბავშვის პირველი კბილები დაახლოებით 6 თვის ასაკში ამოდის.
სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ნიუ დენტის
სტომატოლოგიური კლინიკათა ქსელი ურჩევს მშობლებს ბავშვები
მიიყვანონ სტომატოლოგ ექიმთან 1 წლის ასაკიდან. ბავშვისთვის
სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც
სტომატოლოგიის და ექიმების ასევე პირის ღრუს მოვლის ჯანსაღი
დამოკიდებულების განვითარების მიზნით.
სტომატოლოგიური მკურნალობა ორსულობის დროს
პირის ღრუს ჯამრთელობა ზოგადი ჯამრთელობის განუყოფელი ნაწილია და
ორსულობის დროს სათანადო მოვლას საჭიროებს. გამონაკლისი
პროცედურების გარდა ორსულობის დროს სტომატოლოფიური მკურნალობა არ
წარმოადგენს რისკს ჯამრთელობისთვის. კონსულტაციის დაწყებამდე
მნიშვნელოვანია თქვენს სტომალოგ ექიმს აცნობოთ თქვენი
ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ იმისთვის რომ სწორი
მკურნალობის და მედიკამენტების დანიშვნა იქნეს შესაძლებელი.
დამატებითი კითხვები
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე
+ 995 32 222 21 22 ან
ელექტრონულ ფოსტაზე
ადგილმდებარეობა
📍 თბილისი
📍 ზუგდიდი
📍 ბათუმი
სოციალური ქსელი
ნიუ დენტი © 2024.