პაროდონტოლოგია
პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარება იწყება ღრძილებიდან და მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ ყველა ქსოვილს. იმისათვის რომ ანთებამ არ გამოიწვიოს ქსოვილების განადგურება, კბილების მორყევა ან ამოვარდნა აუცილებელია ჩატარდეს პაროდონტიული მკურნალობა. ნიუ დენტის კლინიკებში პაროდონტის დაავადებების მკურნალობა იწყება პაციენტის ზედმიწევნითი კონსულტაციით დაავადების სიმძიმის და ლოკალოზაციის დიაგნოსტიკის მიზნით. მკურანლობის კონსერვატიული მეთოდი მოიცავს სკალირებას და კიურეტაჟს, რაც გულისხმობს პაროდონტალური ჯობეებიდან ნადების მოშორებას, და ფესვის გასუფთავებას ბაქტერიული ტოქსინებგან. პროცედურის შემდეგ აუცილებელია დაავადების მუდმივი კონტროლი და ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა.
ღრძილის რეცესია არის დაავადება რომელიც იწვევს კბილის ფესვის
გაშიშვლებას და ღრძილების მოცულობის შემცირებას. რეცესიის
მკურნალობა შესაძლებელია მიკროქირურგიული ჩარევით და
ითვალისწინებს ღრძილის ქსოვილების მობილიზაციით კბილების
ფესვის დაფარვას. ღიმილის პლასტიკის გასაუმჯობესებლად ან
აღსადგენად ნიუ დენტი პაციენტს სთავაზობს წარმატებულ
მკურნალობის მეთოდებს უახლესი მიდგომების და აპარატურის
გამოყენებით.