ჩვენ შესახებ

ნიუ დენტი

სტომატოლოგიური ქსელი და სასწავლო ცენტრი “ნიუ-დენტი” 23 წელზე მეტია არსებობს და დღესდღეობით აერთიანებს 15-მდე სტომატოლოგიურ კლინიკას, რომლებიც მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. ამ ეტაპზე “ნიუ-დენტი” წარმოადგენს ყველაზე დიდ სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელს საქართველოში, რომელიც აწარმოებს ფართო სპექტრის სტომატოლოგიურ მომსახურებას: თერაპია, ბავშვთა თერაპია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, იმპლანტაცია.

ჩამოთვლილი მომსახურების გარდა, განახლებულ კლინიკათა ქსელში შესაძლებელია ისეთი კვლევების ჩატარება, როგორიცაა:

  • 3D პანორამული კვლევა
  • 2D პანორამული კვლევა
  • ცეფალომეტრიული კვლევა

ჩვენთან ასევე შესაძლებელია ზოგადი ანესთეზიით ერთ ეტაპად, სტრესისა და დაძაბულობის გარეშე თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა ბავშვებში.

ნიუ დენტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც წარმოდგენილია 200-ზე ზე მეტი სპეციალისტით. სერვისების მიწოდებაში ჩართულია მაღალკვალიფიციური ექიმი, დანერგილია მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები. დიდი ყურადღება ექცევა მომსახურების ხარისხსა და პაციენტის კმაყოფილებას. მოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სტანდარტი.

“ნიუ-დენტის” კლინიკათა ქსელი თავის პაციენტებს სთავაზობს და უზრუნველყოფს საფრანგეთის წამყვანი სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციით. რეგულარულად კლინიკას ჩამოყავს ამ სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი ფირმების სპიკერები რომლებიც ჩვენს ექიმებს აცნობენ ახალ პროდუქციას, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. პაციენტებს მკურნალობენ საფრანგეთის წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული სტომატოლოგიური მასალებით, რომლებიც აღიარებულია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსა და აშშ-შიც.

მნიშვნელოვანია “ნიუ-დენტის” როლი ექიმ-სტომატოლოგთა გადამზადების პროცესში. ამ ეტაპზე ის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო-კლინიკური ცენტრია საქართველოში, რომლესაც საქართველოს შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტაცია. სასწავლო ცენტრი მოიცავს თერაპიულ, ორთოპედიულ და ორთოდონტიულ სარეზიდენტო ბაზას. ექიმთა გადამზადება ხორციელდება ყველა სტომატოლოგიური განხრით.

ნიუ დენტის ქსელი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ ყველა კერძო სადაზღვეო კომპანიასთან.

  • Our team
  • Our team
  • Our team
  • Our team
დაგვიკავშირდით
ნომერი: + 995 32 222 21 22