ქირურგია
პერიკორონიტი არის კბილის გვირგვინის გარშემო არსებული ქსოვილის ანთება. პერიოკორონიტის სიმპტომები მოიცავს მწვავე ტკივილს, უსიამოვნო სუნი, ლიმფური კვანძების შეშუპება, და პირის ღრუს გახსნის სირთულე. იმ შემთხვევაში თუ ტკივილი ძლიერია და არ ექვემდებარება ანტიბიოტიკურ მკურნალობას, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ხდება კბილის ზედმეტი ლორწოვანი გარსის გაკვეთა და მერვე სიბრძნის კბილის განთავისუფლება რის შედეგადაც მცირდება ან ქრება ტკივილი.
ასინუს ლიფტინგი ანუ ჰაიმორის ღრუს ფსკერის ამაღლება არის ოპერაცია რომლის დროსაც ხდება ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდა კბილების შემდგომი იმპლანტაციისთვის, ჰაიმორის ღრუს ფსკერისა და პირის ღრუს შორის განლაგებული ალვეოლური მორჩის სიმაღლის აღდგენის მიზნით. პროცედურა მოიცავს ფსკერის აწევას და განთავისუფლებული სივრცის ხელოვნური ძვლით ამოვსებას. ოპერაცია ტადრება ადგილობრივი ანესთეზიით რის დროსაც პაციენტი განიცდის მინიმალურ დისკომფორტს.
კბილის ექსტრაქცია ანუ ამოღება ტარდება იმ შემთხვევაში თუ კბილის გადარჩენა შეუძლებელია ან მისი შენარჩუნება არა მიზანშეწონილია. ექსტრაქციის მიზეზი შეიძლება გახდეს ძლიერ დაზიანებული, ინფიცირებული, ან რეტენირებული კბილები - როგორც ეს ხდება მერვე სარძევე კბილის ამოღების შემთხვევაში. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, არის უმტკივნეული და არ საჭიროებს ხანგრძლივ პოსტოპერაციულ პერიოდს.
იმ შემთხვევაში თუ კბილის ფესვის არხი კონსერვატიული ენდოდონტიური მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ კეთდება ოპერაცია, რომლის დროსაც სპეციალისტი ექიმი ახდენს კბილის ფესვის მწვერვალის მოკვეთას. ოპერაციის შედეგად პაციენტის უნარჩუნდება კბილი და არ საჭიროებს პოსტოპერაციულ პერიოდს.