თერაპია და ესთეტიკური სტომატოლოგია
კბილების დაბჟენა არის კბილის ფორმის, ფუნქციის ან ფერის აღდგენა კომპოზიციური საბჟენი მასალით.
ჩვენს კლინიკებში გამოიყენება მხოლოდ ფრანგული (Itena) და იაპონური (Estelite) წარმოების ბჟენებს რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით, ფერთა ფართო გამით და მაღალი ესთეტიური მაჩვენებლებით. კბილების დაბჟენა ნიუ დენტში საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ სასურველი ღიმილი ერთ ვიზიტში.
ენდოდონტიური მკურნალობის მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია ძლიერ დაზიანებული ან ინფიცირებული კბილების გადარჩენა, კბილების დაკარგვის, რბილი და ძვლოვანი ქსოვილების სერიოზული დაავადებების გამომწვევი გართულებების თავიდან აცილება. არხების მკურნალობა მოიცავს პულპის მოცილებას, არხების გაწმენდას, არხების ფორმირებას და მათ დაბჟენას. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით არხების მკურნალობას შეიძლება დაჭირდეს ერთი ან ორი ვიზიტი.
ნიუ დენტის კლინიკებში დანერგილია ენდოდონტიური მკურნალობის უახლესი მეთოდები ენდო ბუნიკით და როტაციული ენდოდონტიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ნიუ დენტში დაცულია მკურნალობის თანამედროვე პროტოკოლები და გამოიყენება მხოლოდ ფრანგული და შვეიცარული წარმოების მასალები.
კბილების პროფესიული წმენდა კლინიკა ნიუ დენტში ტარდება უცხოური ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის და მასალის გამოყენებით. პროცედურა რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ, რბილი და მაგარი ნადებიდან გამოწვეული სტომატოლოგიური დაავადებების ასაცილებლად. კბილების დასუფთავების პროცედურა მოიცავს გაწმენდას ულტრაბგერითი აპარატით და Air-Flow სისტეტმით. პროცედურა ასევე ითვალისწინებს კბილების გაპრიალებას სპეციალური პასტებით და მიკროჯაგრისებით. პროცედურა უმტკივნეულოა და ხელს უწყობს ჯამრთელი პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებას.
კბილების გათეთრება მოიცავს ორი ტიპის სტომატოლოგიური გათეთრების მკურნალობას:
გათეთრება აპარატის საშუალებით ტარდება თანამედროვე ლაზერული სისტემის (Itena Pure Boost) გამოყენებით კბილის ემალის გასათეთრებლად. პროცედურა კბილებს აღიავებს 4-6 ტონით და ეფექტი გრძელდება 2-3 წელი. (ხანგრძლივობა 50 წუთი)კბილების გათეთრება კაპებით გულისხმობს ინდივიდუალურად დამზადებული კაპებით კბილების გათეთრებას გელის გამოყენებით სახლის პირობებში. პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 2 კვირიდან 1 თვეა.
რენტგენი და კომპიუტერული გამოკვლევა საშუალებას გვაძლებს გამოვიკვლიოთ პირის ღრუ დიაგნოსტიკის მიზნით. ნიუ დენტის კლინიკებში გამოიყენება მხოლოდ უახლესი თაობის აპარატი რომელიც გამოირჩევა დაბალი დასხივებით და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს.