პაროდონტოლოგია

Metal Dental Braces
თერაპიული პაროდონტოლოგია

პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარება იწყება ღრძილებიდან და მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ ყველა ქსოვილს. იმისათვის რომ ანთებამ არ გამოიწვიოს ქსოვილების განადგურება, კბილების მორყევა ან ამოვარდნა აუცილებელია ჩატარდეს პაროდონტიული მკურნალობა. ნიუ დენტის კლინიკებში პაროდონტის დაავადებების მკურნალობა იწყება პაციენტის ზედმიწევნითი კონსულტაციით დაავადების სიმძიმის და ლოკალოზაციის დიაგნოსტიკის მიზნით. მკურანლობის კონსერვატიული მეთოდი მოიცავს სკალირებას და კიურეტაჟს, რაც გულისხმობს პაროდონტალური ჯობეებიდან ნადების მოშორებას, და ფესვის გასუფთავებას ბაქტერიული ტოქსინებგან. პროცედურის შემდეგ აუცილებელია დაავადების მუდმივი კონტროლი და ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა.

Self Ligating Dental Braces
ღრძილის რეცესიის მკურნალობა

ღრძილის რეცესია არის დაავადება რომელიც იწვევს კბილის ფესვის გაშიშვლებას და ღრძილების მოცულობის შემცირებას. რეცესიის მკურნალობა შესაძლებელია მიკროქირურგიული ჩარევით და ითვალისწინებს ღრძილის ქსოვილების მობილიზაციით კბილების ფესვის დაფარვას. ღიმილის პლასტიკის გასაუმჯობესებლად ან აღსადგენად ნიუ დენტი პაციენტს სთავაზობს წარმატებულ მკურნალობის მეთოდებს უახლესი მიდგომების და აპარატურის გამოყენებით.

ადგილმდებარეობა

მიცკევიჩის ქ. 18, თბილისი
საბურთალოს ქ. 40 თბილისი
ყაზბეგის გამზ. 29ა, თბილისი
პეტრიაშვილის ქ. 32, თბილისი
აგლაძის ქ. 38ა, თბილისი
ლუბლიანას 5, თბილისი

დაგვიკავშირდით

+995 32 237 30 38
+995 32 236 22 94
+995 32 236 81 61
+995 32 229 20 35
+995 32 234 77 57
+995 32 222 21 22

სოციალური ქსელი