თერაპია და ესთეტიკური სტომატოლოგია

Team of Dental Professionals Photo
კონსულტაცია
ნიუ დენტის ყველა კლინიკაში მისულ ახალ პაციენტს უტადრდება სტომატოლოგიური კონსულტაცია. ექიმი სტომატოლოგი იწყებს პირის ღრუს დათვარიელებით, სვამს დიაგნოზს და ადგენს მკურნალობის გეგმას. მკურნალობის გეგმის შედგენის მიზნით ექიმი განიხილავს პაციენტის ზოგად ჯამრთელობის მდგომარეობას (ქრონიკული დაავადებები, ალერგიები და ა.შ.) გამოკვლევის დასრულების შემდეგ, ჩვენი ექიმი სტომატოლოგი დაგეხმარებათ საუკეთესო სამკურნალო გეგმის არჩევაში და მოგაწვდით რეკომენდაციებს პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად.
(კონსულტაცია უფასოა ყველა ფილიალში)
Team of Dental Professionals Photo
კბილების დაბჟენა

კბილების დაბჟენა არის კბილის ფორმის, ფუნქციის ან ფერის აღდგენა კომპოზიციური საბჟენი მასალით.

ჩვენს კლინიკებში გამოიყენება მხოლოდ ფრანგული (Itena) და იაპონური (Estelite) წარმოების ბჟენებს რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით, ფერთა ფართო გამით და მაღალი ესთეტიური მაჩვენებლებით. კბილების დაბჟენა ნიუ დენტში საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ სასურველი ღიმილი ერთ ვიზიტში.

(ხანგრძლივობა: 30-60 წუთი)
Team of Dental Professionals Photo
ენდოდონტია

ენდოდონტიური მკურნალობის მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია ძლიერ დაზიანებული ან ინფიცირებული კბილების გადარჩენა, კბილების დაკარგვის, რბილი და ძვლოვანი ქსოვილების სერიოზული დაავადებების გამომწვევი გართულებების თავიდან აცილება. არხების მკურნალობა მოიცავს პულპის მოცილებას, არხების გაწმენდას, არხების ფორმირებას და მათ დაბჟენას. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით არხების მკურნალობას შეიძლება დაჭირდეს ერთი ან ორი ვიზიტი.

ნიუ დენტის კლინიკებში დანერგილია ენდოდონტიური მკურნალობის უახლესი მეთოდები ენდო ბუნიკით და როტაციული ენდოდონტიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ნიუ დენტში დაცულია მკურნალობის თანამედროვე პროტოკოლები და გამოიყენება მხოლოდ ფრანგული და შვეიცარული წარმოების მასალები.

Team of Dental Professionals Photo
კბილების პროფესიული წმენდა

კბილების პროფესიული წმენდა კლინიკა ნიუ დენტში ტარდება უცხოური ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის და მასალის გამოყენებით. პროცედურა რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ, რბილი და მაგარი ნადებიდან გამოწვეული სტომატოლოგიური დაავადებების ასაცილებლად. კბილების დასუფთავების პროცედურა მოიცავს გაწმენდას ულტრაბგერითი აპარატით და Air-Flow სისტეტმით. პროცედურა ასევე ითვალისწინებს კბილების გაპრიალებას სპეციალური პასტებით და მიკროჯაგრისებით. პროცედურა უმტკივნეულოა და ხელს უწყობს ჯამრთელი პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებას.

(ხანგრძლივობა: 30 წუთი)

Team of Dental Professionals Photo
კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება მოიცავს ორი ტიპის სტომატოლოგიური გათეთრების მკურნალობას:

გათეთრება აპარატის საშუალებით ტარდება თანამედროვე ლაზერული სისტემის (Itena Pure Boost) გამოყენებით კბილის ემალის გასათეთრებლად. პროცედურა კბილებს აღიავებს 4-6 ტონით და ეფექტი გრძელდება 2-3 წელი. (ხანგრძლივობა 50 წუთი)

კბილების გათეთრება კაპებით გულისხმობს ინდივიდუალურად დამზადებული კაპებით კბილების გათეთრებას გელის გამოყენებით სახლის პირობებში. პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 2 კვირიდან 1 თვეა.

Dental X-Ray
რენტგენოლოგიური გამოკვლევა

რენტგენი და კომპიუტერული გამოკვლევა საშუალებას გვაძლებს გამოვიკვლიოთ პირის ღრუ დიაგნოსტიკის მიზნით. ნიუ დენტის კლინიკებში გამოიყენება მხოლოდ უახლესი თაობის აპარატი რომელიც გამოირჩევა დაბალი დასხივებით და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ადგილმდებარეობა

მიცკევიჩის ქ. 18, თბილისი
საბურთალოს ქ. 40 თბილისი
ყაზბეგის გამზ. 29ა, თბილისი
პეტრიაშვილის ქ. 32, თბილისი
აგლაძის ქ. 38ა, თბილისი
ლუბლიანას 5, თბილისი

დაგვიკავშირდით

+995 32 237 30 38
+995 32 236 22 94
+995 32 236 81 61
+995 32 229 20 35
+995 32 234 77 57
+995 32 222 21 22

სოციალური ქსელი