იმპლანტოლოგია

Metal Dental Braces
ერთეული დენტალური იმპლანტაცია

კბილის არარსებობის ან ექსტრაქციის შემთხვევაში, ხდება დანაკლისი კბილის ხელოვნური კბილით ჩანაცვლება ერთეული დენტალური იმპლანტით. ტიტანის იმპლანტი ინტეგრირდება ყბის ძვალში და ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას, რაზეც შემდგომ ხდება ერთეული გვირგვინის დამაგრება. ერთეული იმპლანტი წარმოადგენს მუდმივ და კომფორტულ საშუალებას სრული ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის აღსადგენად, მათ შორის, ფესვის და გვერდითი კბილების ჩართვის გარეშე.

Self Ligating Dental Braces
ხიდისებრი პროთეზი

კბილების ნაწილობრივი არარსებობის შემთხვევაში, სრული ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის შესანარჩუნებლად შესაძლებელია მოსახსნელი ან ფიქსირებული ხიდისებრი პროთეზის გამოყენება. სტომატოლოგიური ხიდისებრი პროთეზი შედგება ხელოვნური გვირგვინებისგან, რომელიც მაგრდება ორ ან მეტ საყრდენ კბილზე და თან ერთვის ბიოშეთავსებად მასალას, როგორიცაა მეტალი, კერამიკა, ან ფაიფური. სტომატოლოგიური ხიდები ხასიათდებიან მაღალი სიმტკიცით, გამძლეობით და ბუნებრივი ვიზულით.

Ceramic Dental Braces
დენტალური პროთეზი

იმ შემთხვევაში თუ ყველა კბილი დაკარგულია, გამოიყენება სრული მოსახსნელი პროთეზი რომელიც შედგება ხელოვნური კბილების და ღრძილისგან. ნიუ დენტში ვიყენებთ ინოვაციურ ტექნიკებს და მასალას იმისათვის რომ დენტალურ იმპლანტზე მისამაგრებელი ხელოვნური პროთეზი იყოს სწორად დამზადებული და მორგებული პაციენტის პირის ღრუს. ხელოვნური პროთეზი შეიძლება იყოს დამზადებული პლასმასისგან, ფაიფურისგან ან კომბინირებული. დენტალური პროთეზი გამოირჩევა ბუნებრივი ვიზუალით, გამძლეობით, და წლების განმავლობაში მოემსახურება პაციენტს თავდაჯერებული ღიმილის აღსადგენად.

Ceramic Dental Braces
Inlays/Onlays კერამიკული ჩანართი

იმ შემთხვევაში როდესაც კბილი არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, მაგრამ არა საკმარისად იმისათვის რომ იქნეს გამოყენებული დენტალური გვირგვინი, კერამიკული ჩანართი წარმოადგენს იდეალურ საშუალებას კბილის ანატომიური ფორმის და ვიზუალის აღსადგენად. კომპოზიტური ბჟენებისგან განსხვავებით, კერამიკული ჩანართი არის უფრო მდგრადი, მტკიცე, და ინარჩუნებს ფერს და ფორმას წლების განმავლობაში.

Ceramic Dental Braces
დენტალური ვინირები

კბილების ფორმის, ფერის, ზომისა და სიმტკიცის აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად პოპულარული მეთოდია დენტალური ვინირები. ვინირები წარმოადგენს კბილის ფერ თხელ ფაიფურის ფირფიტას, რომელიც ფიქსირდება კბილის წინა ზედაპირზედა. დენტალური ვინირები გამოირჩევა სიმყარით, ბუნებრივი ვიზუალით, და ინარჩუნებს ფერს და ფორმას წლების განმავლობაში.

ადგილმდებარეობა

მიცკევიჩის ქ. 18, თბილისი
საბურთალოს ქ. 40 თბილისი
ყაზბეგის გამზ. 29ა, თბილისი
პეტრიაშვილის ქ. 32, თბილისი
აგლაძის ქ. 38ა, თბილისი
ლუბლიანას 5, თბილისი

დაგვიკავშირდით

+995 32 237 30 38
+995 32 236 22 94
+995 32 236 81 61
+995 32 229 20 35
+995 32 234 77 57
+995 32 222 21 22

სოციალური ქსელი