NEWDENT

The Biggest Dental Clinics Chain in Tbilisi

GEO
ENG
ძიება
ქ-ნი თეა გზირიშვილის დაარსებულ ნიუდენტის კლინიკებში პაციენტს შეუძლია სრულად მიენდოს პროფესიონალი ექიმების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი დროის და ღიმილის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი კარიერა მივუძღვენით თქვენთვის ინდივიდუალური, კომფორტული და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების შექმნას.

ნავიგაცია

მთავარი ჩვენ შესახებ ექიმთა გუნდი ჩვენი ოფისები ჩვენი სერვისები რჩევები სარეზიდენტო პროგრამები გადამზადების პროგრამები მასტერკლასები უპგ პროგრამები ბმულები კონტაქტი

Top 10 Dental Tips

ვრცლად

რჩევები

ვრცლად

სარეზიდენტო პროგრამები

ნიუ-დენტი" - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული სტომატოლოგიური სასწავლო ცენტრია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სარეზიდენტო პროგრამებს:

  • "თერაპიული სტომატოლოგია"         
  • "ორთოპედიული სტომატოლოგია"    
  • "ორთოდონტიული სტომატოლოგია"  
მზადება ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული პროგრამების ფარგლებში, რომელთა დასრულების შემდგომ საექიმო სპეციალობის მაძიებლებს ეძლევათ რეზიდენტურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა, რაც მათი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველია. 

"ნიუ-დენტში" ყველა პირობაა შექმნილი, რათა რეზიდენტებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ და კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ: 

  • ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები
  • შესანიშნავი ინფრასტრუქტურა: უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სტომატოლოგიური  კაბინეტები და კეთილმოწყობილი ოთახები თეორიული მეცადინეობისათვის 
  • თანამედროვე ტექნოლოგიები
  • პაციენტების უწყვეტი ნაკადი 
  • საუკეთესო სტომატოლოგიური მასალების ფართო არჩევანი 
მზადება თითოეული პროგრამის ფარგლებში მოიცავს ორ - თეორიულ და პრაქტიკულ ეტაპს.
თეორიული მეცადინეობები იტერაქტიულია და კლინიკური აზროვნების განვითარებას ემსახურება. ამასთან, თეორიული ცოდნის გაღრმავების პარარელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ამიტომ თეორიული კურსის განმავლობაში რეზიდენტები მაღალკვალიფიციური ექიმების ასისტენტებიც არიან.

პრაქტიკულ კურსს წინ უსწრებს მუშაობა სასწავლო ფანტომებსა და მოდელებზე, რაც პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფისა და სტომატოლოგიური მანიპულაციების ათვისების საფუძველია. ამასთან, იგი ამზადებს რეზიდენტებს პაციენტებთან სამუშაოდ.
რეზიდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები  უტარდებათ უახლესი აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-სტომატოლოგიურ კაბინეტებში, თანამედროვე სტომატოლოგიური მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, მათთვის ხელმისაწვდომია ასევე ფრანგული ბჟენები: "ITENA", "SUN MEDICAL", პედაგოგები კი, რომლებიც პაციენტებთან რეზიდენტების მუშაობას ხელმძღვანელობენ, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ მათ. 
რაც მთავარია, პრაქტიკული კურსის განმავლობაში თითოული რეზიდენტი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური სამუშაო ადგილით დღეში 6 საათის განმავლობაში, ამასთან ისინი პაციენტების მხრივ საკმაოდ დატვირთულები არიან. 

ამავე დროს:

  • "ნიუ-დენტის" რეზიდენტურა ფინანსურად ხელმისაწვდომია 
  • მოქმედებს გადასახადის დაფარვის მოქნილი სისტემა 
  • შესაძლებელია, ფინანსური შეღავათებით სარგებლობა
  • ყველაზე წარმატებულ რეზიდენტებს კლინიკათა ქსელში დასაქმების რეალური შანსი აქვთ


სიახლეები

10.07.2016
11.11.2013
არქივი
შემოგვიერთდით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
2009 წელს ნიუდენტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-საბაზისო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ნიუდენტის ვებგვერდი დამზადებულია EBRD BAS ფინანსური მხარდაჭერით
Copyright © 2010 - 2018. Created by AlterGroup Consulting Solutions