NEWDENT

The Biggest Dental Clinics Chain in Tbilisi

GEO
ENG
ძიება
ქ-ნი თეა გზირიშვილის დაარსებულ ნიუდენტის კლინიკებში პაციენტს შეუძლია სრულად მიენდოს პროფესიონალი ექიმების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი დროის და ღიმილის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი კარიერა მივუძღვენით თქვენთვის ინდივიდუალური, კომფორტული და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების შექმნას.

ნავიგაცია

მთავარი ჩვენ შესახებ ექიმთა გუნდი ჩვენი ოფისები ჩვენი სერვისები რჩევები სარეზიდენტო პროგრამები გადამზადების პროგრამები მასტერკლასები უპგ პროგრამები ბმულები კონტაქტი

Top 10 Dental Tips

ვრცლად

რჩევები

ვრცლად

მხატვრული რესტავრაცია

კბილის კოსმეტიკური რესტავრაცია მოიცავს პროცედურას, რომელიც ესთეტიკას შემატებს თქვენს ღიმილს. კოსმეტიკური კბილის მკურნალობა გთავაზობთ თქვენი ოცნების კბილებს. თუ თქვენ არ ხართ დაბადებულნი ისეთი კბილებით როგორიც გსურთ, ან თქვენმა კბილებმა დაკარგა ფერი ყავის, ჩაის და წითელი ღვინის გამო, ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სწორედ ისეთ კბილებს, როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.

თანამედროვე კოსმეტიკური მკურნალობა გაძლევთ შანსს გაიღიმოთ თავდაჯერებით. შეიტყვეთ მეტი კოსმეტიკური სტომატოლოგიის და მისი შესაძლებლობების შესახებ.

ხიდი ბუნებრივი შესახედაობის მქონე პროთეზია, რომელიც ცვლის რამდენიმე კბილს ერთდროულად. იმის გამო, რომ ხიდები ინდივიდუალურად ერგება პაციენტს, ის არის ძნელად გამოსარჩევი, აქვს ბუნებრივი ფერი და შესანიშნავად შედის კონტაქტში ყბის ზედა თუ ქვედა კბილებთან.

ხიდები ხშირად მიჩნეულია როგორც  ფიქსირებული ნაწილობრივი პროთეზი, რადგანაც ის არის ნახევრად-მუდმივი და ებჯინება არსებულ კბილსა თუ პროთეზს. ზოგიერთი ხიდი მოხსნადია და მომხმარებელს თვითონ შეუძლია გაწმინდოს იგი; სხვები კი საჭიროებენ ექიმის დახმარებას. ფაიფურის, ოქროსა და ლითონის მასალის კომბინაცია გამოიყენება ხიდების დასამზადებლად.

გვირგვინი არის სინთეზური ხუფი, რომელიც დამზადებულია ფაიფურისაგან და  კბილზე მაგრდება. გვირგვინი გამოიყენება კბილის აღდგენითი სამუშაოსათვის, რათა დაუბრუნოს კბილს ბუნებრივი გარეგნობა და ფუნქცია. როდესაც კბილი ლპება და საჭიროებს არასასურველი ნაწილების მოცილებას, სწორედ ამ ნაწილებს ჩაენაცვლება გვირგვინი. გვირგვინი ასევე გამოიყენება იმპლანტებისა და გაფუჭებული კბილების დასამალად.

უმეტეს შემთხვევაში გვირგვინის მოსარგებლად, კბილი მოითხოვს დაპატარავებას. კეთდება კბილის ყალიბი შემდეგ ეს ყალიბი იგზავნება ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში მზადდება გამოკვლეული კბილისათვის შესაბამისი გვირგვინი. ხანდახან ორიგინალი გვირგვინის დამზადებამდე გამოიყენება დროებითი გვირგვინი.                           

შესაფერისი მოვლით, ხარისხიანმა გვირგვინმა სავარაუდოდ რვა ან მეტი წელი უნდა გაძლოს. გვირგვინი შესაძლოა დაზიანდეს მყარი საკვების მიღებისას.

სიახლეები

10.07.2016
11.11.2013
არქივი
შემოგვიერთდით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
2009 წელს ნიუდენტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-საბაზისო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ნიუდენტის ვებგვერდი დამზადებულია EBRD BAS ფინანსური მხარდაჭერით
Copyright © 2010 - 2018. Created by AlterGroup Consulting Solutions