NEWDENT

The Biggest Dental Clinics Chain in Tbilisi

GEO
ENG
ძიება
ქ-ნი თეა გზირიშვილის დაარსებულ ნიუდენტის კლინიკებში პაციენტს შეუძლია სრულად მიენდოს პროფესიონალი ექიმების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი დროის და ღიმილის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი კარიერა მივუძღვენით თქვენთვის ინდივიდუალური, კომფორტული და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების შექმნას.

ნავიგაცია

მთავარი ჩვენ შესახებ ექიმთა გუნდი ჩვენი ოფისები ჩვენი სერვისები რჩევები სარეზიდენტო პროგრამები გადამზადების პროგრამები მასტერკლასები უპგ პროგრამები ბმულები კონტაქტი

Top 10 Dental Tips

ვრცლად

რჩევები

ვრცლად

პროთეზთან შეგუება

პროთეზი, როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს, მაინც უცხო სხეულია პირის ღრუში, რომელთან შეგუებაც პაციენტთა უმრავლესობას ძალიან უჭირს. რას ურჩევდით მათ, როგორ მოიქცნენ, რომ მინიმალური დისკომფორტი განიცადონ?
- პროთეზირების შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი თან ახლავს როგორც მთლიან ფირფიტოვან, ისე ბიგელისებურ და სილიკონურ პროთეზებსა და მიკროპროთეზებსაც. გასინჯვისას პაციენტს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ პირველი სამი დღე მწვავე პერიოდია, როდესაც დისკომფორტი იმდენად ძლიერია, რომ არ არის გამორიცხული, პროთეზი მოიხსნან კიდეც.
მწვავე პერიოდში პაციენტები უჩივიან გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, რადგან სასაზე გამღიზიანებელი ედებათ, ღეჭვის გაძნელებას - როცა პირის ღრუში არც ერთი კბილი აღარ არის, ღეჭვითი ძალა ისე გადანაწილდება, რომ მის 30 პროცენტს ხელოვნური კბილები იღებს, 70 კი ღრძილებზე მოდის. დროა საჭირო, რომ ღრძილები გარქოვანდეს და ღეჭვა სრულფასოვანი გახდეს.
აღსანიშნავია ნერწყვის ჭარბად გამოყოფა, ვინაიდან თავდაპირველად პროთეზი სანერწყვე ჯირკვლებს აწვება და აღიზიანებს. ბევრი ყლაპვის გაძნელებასაც უჩივის.
მწვავე პერიოდის შემდეგ დგება ნახევრად მწვავე პერიოდი, რომელიც ასევე სამ დღეს გრძელდება. ამ დროს დისკომფორტი თანდათან იხსნება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ იწყება სრული შეგუება, რომელიც მაქსიმუმ 35-40 დღეს გასტანს.

- რამდენი წელი შეიძლება ემსახუროს პროთეზი ადამიანს, ანუ როგორია მისი ექსპლუატაციის ვადა და გამოყენების წესები?
- საზოგადოდ, მოსახსნელი პროთეზები 4-5 წელზეა გათვლილი. პროთეზით ღეჭვისას, როგორც გითხარით, უდიდესი ძალა ღრძილებს ადგება, რის შედეგადაც ისინი თანდათან განილევა, იცვლის ფორმასა და ზომას, პროთეზიც ძველებურად ვეღარ არის მორგებული და ალვეოლურ მორჩებს აზიანებს, ამიტომ თუ ადამიანს საშუალება აქვს, სასურველია, პროთეზი 4-5 წელიწადში ერთხელ გამოიცვალოს.
პროთეზის ექსპლუატაციას აადვილებს საფიქსაციო წებოს გამოყენება.
პროთეზს მოსახსნელი იმიტომ ჰქვია, რომ, განურჩევლად იმისა, მთლიანი ფირფიტოვანია თუ ნაწილობრივი, დღეში ერთხელ უნდა მოიხსნას და კბილის პასტით გაიწმინდოს. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული პირის ღრუს სიჯანსაღე და თვით პროთეზის ვარგისობა. არსებობს სპეციალური საწმენდი აბებიც, რომელთა წყალხსნარში მოთავსებისას პროთეზი იწმინდება ყოველგვარი საკვები და მიკრობული ნადებისაგან. რეკომენდებულია ამ აბების ორ კვირაში ერთხელ გამოყენება.

- რას გვეტყვით დენტალურ იმპლანტაციაზე?
- იმპლანტაცია ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს აკლია რამდენიმე კბილი, ოღონდ ეს არ არის გამოწვეული მორყევით ან რომელიმე პაროდონტოლოგიური დაავადებით.
დენტალური იმპლანტაცია ხელოვნური ფესვის შექმნას ნიშნავს. ტიპური იმპლანტანტი ტიტანისგან დამზადებული მაღალხარისხიანი კონსტრუქციაა, რომელიც პირდაპირ ყბის ძვალში იხრახნება და რომელზეც შემდეგ მაგრდება ხელოვნური კბილების გვირგვინები.
ხელოვნური ფესვის იმპლანტანტის ზედა ყბასთან სრულ შეხორცებას 4-5 თვე სჭირდება, ქვედასთან - შედარებით ნაკლები ხანი, 2-3 თვე, ამ ხნის შემდეგ უკვე შესაძლებელია მასზე სასურველი მასალის გვირგვინის გასინჯვა.
ხელოვნური ფესვების შექმნა შესაძლებელია როგორც მოუხსნელი ფაიფურის ხიდებისთვის, ისე მოსახსნელი პროთეზების უკეთ დასამაგრებლად.

სიახლეები

10.07.2016
11.11.2013
არქივი
შემოგვიერთდით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
2009 წელს ნიუდენტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-საბაზისო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ნიუდენტის ვებგვერდი დამზადებულია EBRD BAS ფინანსური მხარდაჭერით
Copyright © 2010 - 2018. Created by AlterGroup Consulting Solutions