NEWDENT

The Biggest Dental Clinics Chain in Tbilisi

GEO
ENG
ძიება
ქ-ნი თეა გზირიშვილის დაარსებულ ნიუდენტის კლინიკებში პაციენტს შეუძლია სრულად მიენდოს პროფესიონალი ექიმების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი დროის და ღიმილის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი კარიერა მივუძღვენით თქვენთვის ინდივიდუალური, კომფორტული და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების შექმნას.

ნავიგაცია

მთავარი ჩვენ შესახებ ექიმთა გუნდი ჩვენი ოფისები ჩვენი სერვისები რჩევები სარეზიდენტო პროგრამები გადამზადების პროგრამები მასტერკლასები უპგ პროგრამები ბმულები კონტაქტი

Top 10 Dental Tips

ვრცლად

რჩევები

ვრცლად

იმპლანტაცია


 
იმპლანტოლოგია  სწრაფად განვითარებადი დარგია სტომატოლოგიაში. 
საქართველოში ყოველ წელიწადს ტარდება უფრო მეტი ოპერაცია  იმპლანტოლოგიაში, 
და უფრო მეტი ექიმები და პაციენტები აღიარებენ იმპლანტოლოგიას როგორც ძირითად მეთოდს დანაკლისი კბილების აღსადგენად.  თანამედროვე სტომატოლ
ოგია წარმოუდგენელია იმპლანტაციის გარეშე, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს ექიმის შესაძლებლობებს პროთეზირებისას, დანაკლისი კბილის ან კბილების აღსადგენად. 
 

 
 რა არის იმპლანტაცია?
 
იმპლანტაცია არის ორგანიზმში ბიოენერტული მასალისგან  დამზადებული იმპლანტატის ჩანერგვა დანაკლისი კბილის ან კბილების და მათი ფუნქციის აღდგენის მიზნით. სტომატოლოგიაში გამოიყენება ტიტანის იმპლანტატი. 
 არსებობს ერთეტაპიანი იმპლანტაცია რომლის დროსაც პროთეზირება ხდება უშუალოდ იმპლანტატის ჩანერგვის შემდეგ და ორეტაპიანი როდესაც პროთეზირება იწყება რამდენიმე თვის შემდეგ.


  რა არის იმპლანტატი?
იმპლანტატი არის ხელოვნური ტიტანის ფესვი რომელიც ინერგება ძვალში რომელზედაც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი ან სხვა ორთოპედიული კონსტროქცია.
იმპლანტაციას გააჩნია უამრავი უპირატესობა ტრადიციული პროთეზირების მეთოდებთან. პაციენტი შედეგად ღებულობს  იდეალურ ესთეტიკას ოპტიმალური ფუნქციონერიბის პირობებში ( ღეჭვითი ფუნქცია, მეტყველება, გემოვნების შეგრძნება და ა.შ.) 

                           
                         
                          
            
 
რა უპირატესობა გააჩნია იმპლანტაციას სხვა მეთოდებთან შედარებით?

1. დენტალური იმპლანტატცია გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ერთი კბილის ან კბილთა მწკრივის დეფექტი, ისე რომ არ დამუშავდეს (დაიქლიბოს) არცერთი კბილი.
2. იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ლოკალიზაციის და რაოდენობის დეფექტის აღდგენა
3. იმპლანტაციის გამოყენებით შესაძლებელია მოუხსნელი კონსტრუქციის დამზადება უკბილო ყბებზე
4. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით  შესაძლებელია უშუალოდ კბილის ამოღების შემდეგ იმპლანტატის  ჩანერგვა 
5. იმპლანტაცია წარმატებით გამოიყენება მთლიანი მოსახსნელი პროთეზის ფიქსაციისთვის

   
       იმპლანტაცი + გვირგვინი 1 დღეში    


                              

 
 
    
იმპლანტატის ჩანერგვისთანავე ფიქსირდება დროებითი პლასტმასის გვირგვინი. ეს მეთოდი ხშირად გამოიკყენება ფრონტალური (წინა კბილების) დეფექტის დროს, როდესაც არის ესთეტიური დეფექტი. თქვენ აღარ გიწევთ კბილის გარეშე ყოფნა თვეების მანძილზე იმპლანტატის ჩანერგვიდან  ორთოპრდიამდე (მეორე ეტაპი: კერამიკის გვირგვინის დამზადება). 


                  

          
 
 

სიახლეები

10.07.2016
11.11.2013
არქივი
შემოგვიერთდით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
2009 წელს ნიუდენტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-საბაზისო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ნიუდენტის ვებგვერდი დამზადებულია EBRD BAS ფინანსური მხარდაჭერით
Copyright © 2010 - 2018. Created by AlterGroup Consulting Solutions