NEWDENT

The Biggest Dental Clinics Chain in Tbilisi

GEO
ENG
ძიება
ქ-ნი თეა გზირიშვილის დაარსებულ ნიუდენტის კლინიკებში პაციენტს შეუძლია სრულად მიენდოს პროფესიონალი ექიმების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი დროის და ღიმილის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი კარიერა მივუძღვენით თქვენთვის ინდივიდუალური, კომფორტული და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების შექმნას.

ნავიგაცია

მთავარი ჩვენ შესახებ ექიმთა გუნდი ჩვენი ოფისები ჩვენი სერვისები რჩევები სარეზიდენტო პროგრამები გადამზადების პროგრამები მასტერკლასები უპგ პროგრამები ბმულები კონტაქტი

Top 10 Dental Tips

ვრცლად

რჩევები

ვრცლად

სტომატოლოგიური იმპლანტები

დღესდღეობით კბილების იმპლანტაცია ყველაზე საუკეთესო და სასარგებლო მიღწევაა სტომატოლოგიაში. მისი გამოყენებით ამოღებული კბილის მიდამოში ჩერდება ძვლის ატროფიის (კლების) პროცესი.

კბილები, რომლებიც იქნა დაზიანებული ან ამოღებული სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლებელია აღდგენილ იქნას დენტალური იმპლანტატებით, რაც გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ესთეტიკა, ბუნებრივი კბილების შეგრძნება პირის ღრუში და მათი ფუნქცია. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან შვეიცარულ იმპლანტატებს. იმპლანტაცია საუკეთესო საშუალებაა ყველა ადამიანისათვის, ვისაც აღენიშნება კბილის ერთეული ან მრავლობითი დეფექტი.

არსებობს რამოდენიმე სამედიცინო უკუჩვენება, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ანალიზს, მიდგომას და მკურნალობას დენტალური იმპლანტატის ჩანერგვამდე. მათ მიეკუთნება:

• ქრონიკული სტომატოლოგიური დაავადებები
• სისხლის დაავადებები
• სხვადასხვა სახის ვირუსული დაავადებები
• ნიკოტინის და თამბაქოს გამოყენება

თუ თქვენ უკვე გაქვთ პირის ღრუში ორთოპედიული პროთეზები, მაგრამ ისინი ქმნიან გარკვეულ უხერხულობას და არ გაკმაყოფილებთ ნებისმიერი მიზეზის გამო, მაშინ დენტალური იმპლანტაცია საუკეთესო საშუალებაა ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად. თქვენ არასოდეს არ იქნებით საკმაოდ დიდი ასაკის დენტალური იმპლანტაციის ჩასატარებლად იმიტომ, რომ ასაკი არ არის გადამწყვეტი.

სიახლეები

10.07.2016
11.11.2013
არქივი
შემოგვიერთდით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
2009 წელს ნიუდენტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-საბაზისო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ნიუდენტის ვებგვერდი დამზადებულია EBRD BAS ფინანსური მხარდაჭერით
Copyright © 2010 - 2018. Created by AlterGroup Consulting Solutions