NEWDENT

The Biggest Dental Clinics Chain in Tbilisi

GEO
ENG
ძიება
ქ-ნი თეა გზირიშვილის დაარსებულ ნიუდენტის კლინიკებში პაციენტს შეუძლია სრულად მიენდოს პროფესიონალი ექიმების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი დროის და ღიმილის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი კარიერა მივუძღვენით თქვენთვის ინდივიდუალური, კომფორტული და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების შექმნას.

ნავიგაცია

მთავარი ჩვენ შესახებ ექიმთა გუნდი ჩვენი ოფისები ჩვენი სერვისები რჩევები სარეზიდენტო პროგრამები გადამზადების პროგრამები მასტერკლასები უპგ პროგრამები ბმულები კონტაქტი

Top 10 Dental Tips

ვრცლად

რჩევები

ვრცლად

კბილების გათეთრება-გაწმენდა

კბილების გათეთრება დღესდღეობით ყველაზე პოპულარული გზაა, რომელიც თქვენს ღიმილს სილამაზეს შემატებს, ხოლო თქვენ თავდაჯერებას. ნიუდენტის კლინიკებში ჩვენ გთავაზობთ კბილების გათეთრების რამდენიმე მეთოდს.

ჩვენი კვალიფიცირებული ექიმები გაგიწევენ შესაბამის კონსულტაციას, თუ რომელი მეთოდი შეესაბამება თქვენს მდგომარეობას და უკეთესი შედეგის მომტანი იქნება.

კბილების გათეთრება პოპულარული, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. კბილების გათეთრებამ შეიძლება შეცვალოს თქვენი ვიზუალური მხარე სულ რაღაც 1 საათში. თუ თქვენ გინდათ მიზეზი რომ გაიღიმოთ, გაითვალისწინეთ ჩვენ შეგვიძლია პროფესიონალურ დონეზე კბილების გათეთრება თქვენი თვალისმომჭრელი ღიმილისათვის.

კბილების წმენდა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კბილის სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად. უხილავი ნივთიერება რომელიც თქვენს კბილებზეა დალექილი, შედის რეაქციაში ბაქტერიებთან და ანადგურებს საჭმლის ნაწილაკებს. ხოლო თუ ის სისტემატიურად არ მოიშორეთ, იწყებს ემალის დაზიანებას და განადგურებას. რეკომენდირებულია კბილების დღეში 3 ჯერ გახეხვა: დილით, კვების შემდეგ და ძილის წინ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ მოუაროთ თქვენს კბილებს და შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ღიმილი:
  • ადამიანების უმეტესობა რამოდენიმე წამის განმავლობაში იწმენდს კბილებს. აუცილებელია 2-3 წუთის განმავლობაში მაინც ვიხეხოთ კბილები, ყურადღება მიაქციეთ ძნელად მისაწვდომ ადგილებს.
  • გაიხეხეთ კბილის ყოველი მიდამო, წინა, უკანა და საღეჭი ზედაპირები. ასევე კარგად გაიხეხეთ ის მიდამო სადაც ღრძილები იწყება.
  • კარგად გაიხეხეთ ღრძილები, ენა და ხახის ზედა ნაწილი. ისინი საუკეთესო ადგილებია ბაქტერიების გასავრცელებლად.
  • შეარჩიეთ კბილის ჯაგრისი რბილი და მრგვალი თავით და მოერიდეთ დიდთავიან ჯაგრისებს. ჟაგრისის თავის ზომა 1/2½-1 ინჩის უნდა იყოს, რათა ადვილად მიწვდეთ პირის ღრუს მიუწვდომელ ადგილებს.
  • გრძელი კბილის ჯაგრისები უფრო ადვილი გამოსაყენებელია.
  • წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც უნდა გამოცვალოთ ჯაგრისი და უფრო მეტჯერაც თუ ავადმყოფობთ.

სიახლეები

10.07.2016
11.11.2013
არქივი
შემოგვიერთდით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
2009 წელს ნიუდენტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-საბაზისო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ნიუდენტის ვებგვერდი დამზადებულია EBRD BAS ფინანსური მხარდაჭერით
Copyright © 2010 - 2018. Created by AlterGroup Consulting Solutions